ამერიკულ კომპანიებს „ფეინოორდში“ ფულის დაბანდება სურთ
ამერიკულ კომპანიებს „ფეინოორდში“ ფულის დაბანდება სურთ

სამი ამერიკული საინვესტიციო ფონდი მზადაა, „ფეინოორდში“ ფული დააბანდოს, – ინფორმაციას De Telegraaf ავრცელებს. როტერდამულმა კლუბმა კორონავირუსის დროს 20 მილიონი ევროთი იზარალა და ამჟამად ფეხბურთელების შესაძენად სახსრები არ გააჩნია.

ამასთანავე, „ფეინოორდის“ მთავარი მწვრთნელი დიკ ადვოკაატი კლუბში დასარჩენად მზადა არის, თუ გუნდს ახალი მოთამაშეების მოსაყვანად თანხები გამოუჩნდება. შეგახსენებთ, რომ ჰოლანდიის ჩემპიონატი მსოფლიო პანდემიის გამო ნაადრევად დასრულებულად გამოცხადდა.

როტერდამელები კი 25 ტურის შემდეგ მესამე ადგილზე იმყოფებოდნენ. მომავალ სეზონში კლუბი ევროპა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე იასპარეზებს.