იტალიის ნაკრებმა ევრო 2020-ზე A ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა. „სკუადრა აძურას“ შესახებ მოკლედ ილაპარაკა გუნდის ფორვარდმა ფედერიკო კიეზამ, რომელიც მესამე ტურში უელსთან მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა.
„კარგ ფეხბურთს ვთამაშობთ და ეს ყველას დავანახეთ. რაც შეეხება, არის თუ არა იტალია ფავორიტი, გამარჯვება ჩვენი ოცნებაა, აქ იმისთვის ვართ, რომ თასი აღვმართოთ. აღფრთოვანებულები და ბედნიერები ვართ, რომ პლეი ოფში გავედით. მზად ვართ, ნებისმიერს ვებრძოლოთ. ტურნირის ყველაზე კარგი ნაწილი ახლა იწყება.“