ფედერიკო კიეზა - თასის აღმართვა ჩვენი ოცნებაა #1TVSPORT
ფედერიკო კიეზა - თასის აღმართვა ჩვენი ოცნებაა #1TVSPORT

იტალიის ნაკრებმა ევრო 2020-ზე A ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა. „სკუადრა აძურას“ შესახებ მოკლედ ილაპარაკა გუნდის ფორვარდმა ფედერიკო კიეზამ, რომელიც მესამე ტურში უელსთან მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა.

„კარგ ფეხბურთს ვთამაშობთ და ეს ყველას დავანახეთ. რაც შეეხება, არის თუ არა იტალია ფავორიტი, გამარჯვება ჩვენი ოცნებაა, აქ იმისთვის ვართ, რომ თასი აღვმართოთ. აღფრთოვანებულები და ბედნიერები ვართ, რომ პლეი ოფში გავედით. მზად ვართ, ნებისმიერს ვებრძოლოთ. ტურნირის ყველაზე კარგი ნაწილი ახლა იწყება.“