ფედერიკა მოგერინი - სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთით საბრძოლო მოქმედებები ე.წ. ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ კოალიციის ბრძოლაზე უარყოფითად აისახება
ფედერიკა მოგერინი - სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთით საბრძოლო მოქმედებები ე.წ. ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ კოალიციის ბრძოლაზე უარყოფითად აისახება

სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთით საბრძოლო მოქმედებები ე.წ. ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ კოალიციის ბრძოლაზე უარყოფითად აისახება, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ფედერიკა მოგერინიმ განაცხადა.

მისი თქმით, სამხედრო დაპირისპირება მშვიდობიანი მოქალაქეების ტანჯვას გაამძაფრებს და ქვეყანაში მშვიდობის მიღწევის მიზნით გაერო-ს ხელმძღვანელობით მიმდინარე სამშვიდობო პოლიტიკური პროცესის პერსპექტივებს გაართულებს.

პირველ ოქტომბერს თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა თქვა, რომ ანკარა დამოუკიდებლად უზრუნველყოფს სირიის ჩრდილოეთში უსაფრთხოების ზონის შექმნას. თურქეთის მთავარი სამიზნე ქურთული სამხედრო დაჯგუფებები არიან.