ფედერიკა მოგერინი - საქართველოსა და ევროკავშირის თანამშრომლობა წარმატების ისტორიაა
ფედერიკა მოგერინი - საქართველოსა და ევროკავშირის თანამშრომლობა წარმატების ისტორიაა

საქართველოსა და ევროკავშირის თანამშრომლობა არის წარმატების ისტორია, – ეს განცხადება ევროკავშირის საგარეო პოლიტიკური უწყების ხელმძღვანელმა, ფედერიკა მოგერინიმ ლუქსემბურგში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტერიალის დაწყებამდე განაცხადა.

მოგერინის თქმით, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრები დღევანდელ შეხვედრაზე „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ წევრ სახელმწიფოებთან თანამშრომლობის შესახებ ისაუბრებენ და ამ პროგრამის 10 წლის იუბილესთვის სამზადისს შეეხებიან.

„საქართველოსთან შესანიშნავი პარტნიორობა და თანამშრომლობა გვაქვს. ამის შესახებ საუბრის საშუალება ბრიუსელში გვქონდა, სადაც საქართველოს მთავრობის წევრებს შევხვდით. საქართველოსა და ევროკავშირის პარტნიორობა ნამდვილად წარმატების ისტორიაა, რაც მომავალშიც გაგრძელდება“, – განაცხადა ევროკავშირის საგარეო პოლიტიკური უწყების ხელმძღვანელმა.