ფედერიკა მოგერინი - სადაც საქართველოა საპატიო სტუმრის რანგში, სწორედ იქ არის ევროკავშირის ადგილიც
ფედერიკა მოგერინი - სადაც საქართველოა საპატიო სტუმრის რანგში, სწორედ იქ არის ევროკავშირის ადგილიც

სადაც საქართველოა საპატიო სტუმრის რანგში, სწორედ იქ არის ევროკავშირის ადგილიც, – ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა ფედერიკა მოგერინიმ ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ფედერიკა მოგერინიმ აღნიშნა, რომ მისთვის დიდი პატივია ფრანკფურტის წიგნის 70-ე გამოფენის გახსნა.

„ძალიან გულწრფელი მინდა ვიყო. ყოველთვის ასეთი ვარ, მაგრამ დღეს განსაკუთრებით, რადგან გულითადი სათქმელი მინდა გაგანდოთ. როდესაც მოსაწვევი მივიღე, გავიფიქრე – რამხელა პატივი მარგო განგებამ. მაგრამ შემდეგ დავფიქრდი, რატომ მე და ორი მიზეზი ვიპოვე პასუხად. ორივე აშკარა და ცხადია. პირველი ის გახლავთ, რომ სადაც საქართველოა საპატიო სტუმრის რანგში, სწორედ იქ არის ევროკავშირის ადგილიც.

მეორე ის გახლავთ, რომ სადაც ადამიანის უფლებებს ზეიმობენ, წარმოაჩენენ ან იცავენ, სწორედ იქ უნდა იყოს ევროკავშირი“, – განაცხადა ფედერიკა მოგერინიმ.

ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის გახსნის ცერემონიაზე სიტყვით საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე გამოვიდა.