ფედერიკა მოგერინი - საქართველოს პრემიერ-მინისტრს ვუთხარი, რამდენად მნიშვნელოვანია დიალოგი პოლარიზებული საარჩევნო კამპანიის შემდეგ
ფედერიკა მოგერინი - საქართველოს პრემიერ-მინისტრს ვუთხარი, რამდენად მნიშვნელოვანია დიალოგი პოლარიზებული საარჩევნო კამპანიის შემდეგ

საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელის, ფედერიკა მოგერინის განცხადებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან შეხვედრაზე საპრეზიდენტო არჩევნებზეც ისაუბრეს.

ფედერიკა მოგერენიმ ბრიუსელში საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან გამართული შეხვედრაც აღნიშნა.

„ვისაუბრეთ საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებზე. მქონდა პატივი, ბრიუსელში შევხვედროდი საქართველოს პრეზიდენტს. ბრიუსელი იყო პირველი საერთაშორისო ვიზიტის ქვეყანა და ეს იყო ძალიან კარგი. პრემიერ-მინისტრს დღეს შევატყობინე, რამდენად მნიშვნელოვანია რეკონსილიაცია და დიალოგი პოლარიზებული საარჩევნო კამპანიის შემდეგ. საპარლამენტო არჩევნები 2020 წელს უნდა ჩატარდეს უფრო კონსტრუქციულ გარემოში“, – განაცხადა ფოდერიკა მოგერინიმ.