ფედერიკა მოგერინი – მივესალმებით საქართველოში თვითმმართველობის არჩევნების საერთაშორისო სტანდარტებით ჩატარებას

15:03, 05.02.2018

საქართველოსა და ევროკავშირს შორის ბრწყინვალე ურთიერთობები აქვთ. მინდა, მივესალმო თქვენს წარმატებებს, – ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომაზე განაცხადა.

„ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები საქართველოში საერთაშორისო სტანდარტების დაცვით ჩატარდა და ეს ეუთო-ს ODIHR-მა დაადასტურა. ჩვენ მოხარული ვართ ვენეციის კომისიის დადებითი შთაბეჭდილებით საქართველოს საკონსტიტუციო რეფორმასთან დაკავშირებით”, – აღნიშნა ფედერიკა მოგერინიმ.

ქართულმა დელეგაციამ საბჭოს სხდომაზე დეტალურად ისაუბრა ქვეყანაში გასული წლის განმავლობაში გატარებულ რეფორმებზე. ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი მიესალმა ამ მიმართულებით არსებულ მიღწევებს.

ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

 

მსგავსი