ფედერიკა მოგერინი - ხუან გუაიდოსთვის დეპუტატის იმუნიტეტის მოხსნაზე გადაწყვეტილება არის ვენესუელას კონსტიტუციის სერიოზული დარღვევა
ფედერიკა მოგერინი - ხუან გუაიდოსთვის დეპუტატის იმუნიტეტის მოხსნაზე გადაწყვეტილება არის ვენესუელას კონსტიტუციის სერიოზული დარღვევა

ევროკავშირი ვენესუელას ეროვნული კრების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც, ქვეყნის პრეზიდენტობის მოვალეობის შემსრულებელს, ხუან გუაიდოს დეპუტატის იმუნიტეტი მოუხსნეს.

„ეს გადაწყვეტილება არის ვენესუელას კონსტიტუციის სერიოზული დარღვევა. ეს ქმედებები ხელს უშლის კრიზისიდან პოლიტიკური გზით გამოსვლის შესაძლებლობას და ხელს უწყობს ქვეყანაში დაძაბულობის შექმნას“, – განაცხადა საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა კომისარმა ფედერიკა მოგერინიმ.

ევროკავშირი მოუწოდებს ვენესუელას, დაიცვას კონსტიტუცია და ეროვნული ასამბლეის კრების წევრების იმუნიტეტი.

ვენესუელაში პოლიტიკური კრიზისი უკვე ორი თვეა, გრძელდება. 22 იანვარს ნიკოლას მადუროს ინაუგურაცია გაიმართა, რის შემდეგაც ქვეყანაში მასობრივი საპროტესტო გამოსვლები დაიწყო. აქციების დაწყებიდან მალევე, ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ხუან გუაიდომ თავი ქვეყნის პრეზიდენტობის მოვალეობის დროებით შემსრულებლად გამოაცხადა. მსოფლიოს 50-ზე მეტი ქვეყანა გუაიდოს ვენესუელას პრეზიდენტობის მოვალეობის შემსრულებლად აღიარებს. მათ შორის არიან ევროკავშირის ქვეყნები, აშშ-ი და საქართველოც.