ფედერიკა მოგერინი - ევროკავშირი უზრუნველყოფს, რომ ირანის ბირთვული შეთანხმება ყველა მხარის მიერ შესრულდეს
ფედერიკა მოგერინი - ევროკავშირი უზრუნველყოფს, რომ ირანის ბირთვული შეთანხმება ყველა მხარის მიერ შესრულდეს

ევროკავშირი უზრუნველყოფს, რომ ირანის ბირთვული შეთანხმება ყველა მხარის მიერ შესრულდეს, – ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო საქმეთა სამსახურის ხელმძღვანელმა განაცხადა.

ფედერიკა მოგერინის თქმით, ბირთვული შეთანხმება არის ევროპული და საერთაშორისო მრავალმხრივი დიპლომატიის მნიშვნელოვანი მიღწევა, რომელიც სრულდება.

9 ნოემბერს ბირთვულ შეთანხმებაზე კომენტარი საფრანგეთის პრეზიდენტმაც გააკეთა. ემანუელ მაკრონმა თქვა, რომ 2015 წლის ისტორიულ შეთანხმებასთან დაკავშირებით დამატებითი ზომებია საჭირო და ირანთან მიღწეული ბირთვული შეთანხმება არ უნდა გაუქმდეს.