ფედერიკა მოგერინი - აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ყარაბაღის დავა „სერიოზულ გამოწვევად“ რჩება
ფედერიკა მოგერინი - აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ყარაბაღის დავა „სერიოზულ გამოწვევად“ რჩება

აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ყარაბაღის დავა ძალიან „სერიოზულ გამოწვევად“ რჩება – ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო საქმეთა სამსახურის ხელმძღვანელმა ფედერიკა მოგერინიმ განაცხადა.

მისი თქმით, სტატუს-კვო არამდგრადია და კონფლიქტი სამხედრო გზით არ გადაწყდება.

ბრიუსელში ევროკავშირისა და აზერბაიჯანის თანამშრომლობის საბჭოს მე-15 სხდომაზე მოგერინიმ განაცხადა, რომ ევროკავშირი სრულად უჭერს მხარს შუამავლობის ძალისხმევასა და ეუთო-ს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეების ინიციატივებს.

შეხვედრაზე აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ კონფლიქტის მოგვარების მთავარი საფუძველი აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობა უნდა იყოს.