ფედერიკა მოგერინი ალბანეთისა და მაკედონიის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყებას მხარს უჭერს
ფედერიკა მოგერინი ალბანეთისა და მაკედონიის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყებას მხარს უჭერს

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ფედერიკა მოგერინი ალბანეთისა და მაკედონიის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყებას მხარს უჭერს.

ფედერიკა მოგერინი აცხადებს, რომ ევროკომისია შესაბამის რეკომენდაციას გასცემს.

მისივე თქმით, მას იმედი აქვს, რომ ევროკავშირის წევრები გადაწყვეტილებას მხარს დაუჭერენ.

„ევროკომისიის რეკომენდაციაა, მოლაპარაკებები როგორც სკოპიესთან, ისე ტირანასთანაც დაიწყოს. იმედი მაქვს, ორგანიზაციის წევრები სათანადო გადაწყვეტილებას მიიღებენ და ჩვენ სათანადო პროგრესს დავინახავთ ბალკანეთში“, – განაცხადა მოგერინიმ.

შეგახსენებთ, მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ნიდერლანდები ალბანეთის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყების წინააღმდეგია. გადაწყვეტილება შესაძლოა, 28-29 ივნისს ევროკავშირის სამიტზე მიიღონ.

ამჟამად ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნებია მაკედონია, ალბანეთი, მონტენეგრო, სერბეთი და თურქეთი.