ფედერიკა მოგერინი - ალბანეთისა და ჩრდილოეთ მაკედონიის ევროკავშირში გასაწევრიანებლად ბრიუსელმა მოლაპარაკებები უახლოეს მომავალში უნდა დაიწყოს
ფედერიკა მოგერინი - ალბანეთისა და ჩრდილოეთ მაკედონიის ევროკავშირში გასაწევრიანებლად ბრიუსელმა მოლაპარაკებები უახლოეს მომავალში უნდა დაიწყოს

ალბანეთისა და ჩრდილოეთ მაკედონიის ევროკავშირში გასაწევრიანებლად, ბრიუსელმა მოლაპარაკებები უახლოეს მომავალში უნდა დაიწყოს, – ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო საქმეთა სამსახურის ხელმძღვანელმა, ფედერიკა მოგერინიმ განაცხადა.

მოგერინის თქმით, მაკედონიის სახელწოდებასთან დაკავშირებით არსებული დავის დასასრულებლად დადებული ხელშეკრულებიდან ერთი წელი გავიდა, რის შედეგად საბერძნეთთან უთანხმოება დასრულდა და წევრმა ქვეყნებმა ეს მაგალითი უნდა გაითვალისწინონ.

„ჩრდილოეთ მაკედონიას და საბერძნეთს შორის გაფორმებულმა შეთანხმება აჩვენა პოლიტიკოსების ლიდერობა და სიმამაცე. ეს გათვალისწინებული უნდა იყოს ალბანეთთან და ჩრდილოეთ მაკედონიასთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყების საკითხის განხილვისას. ვფიქრობ, რომ მოლაპარაკებები შეძლებისდაგვარად სწრაფად უნდა დაიწყოს“, – თქვა მოგერინიმ.