ფედერიკა მოგერინი აცხადებს, რომ ევროკავშირში რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების საკითხი აქტიურად განიხილება
ფედერიკა მოგერინი აცხადებს, რომ ევროკავშირში რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების საკითხი აქტიურად განიხილება

ევროკავშირში რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესების საკითხი აქტიურად განიხილება. ამის მიზეზი ქერჩის სრუტეში განვითარებული მოვლენებია. თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება ამ ეტაპზე მიღებული არ არის. ამის შესახებ განცხადება საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ფედერიკა მოგერინიმ გააკეთა.

მისივე თქმით, ევროკავშირი უკრაინის ტერიტორიული მთლიანობასა და სუვერენიტეტს მხარს უჭერს.

„როგორც იცით, ევროკავშირის ახალი სანქციებისთვის აუცილებელია, გვქონდეს მყარი სამართლებრივი საფუძველი. ჩვენ წევრი სახელმწიფოებიდან ამის შესახებ ინფორმაციას ვიღებთ. დისკუსია გრძელდება, ამიტომ ახლა ამაზე დამატებით კომენტარს ვერ გავაკეთებ“,- განაცხადა ფედერიკა მოგერინიმ.