ფედერერმა შემაჯამებელი ტურნირის პირველი ეტაპი სამიდან სამი მოგებით დაასრულა
ფედერერმა შემაჯამებელი ტურნირის პირველი ეტაპი სამიდან სამი მოგებით დაასრულა

წლის შემაჯამებელ ტურნირზე ჯგუფური ეტაპი დასრულდა „ბეკერის ჯგუფში“. პირველ მატჩს არანაირი ინტრიგა არ ჰქონდა, რადგან როჯერ ფედერერი ვადაზე ადრე იყო გასული ნახევარფინალში, მის მეტოქეს, მარინ ჩილიჩს კი ამგვარი შანსი აღარ გააჩნდა.

ხორვატმა პირველი სეტის ტაიბრეიკაზე მოგება შეძლო, მეორეში იბრძოლა, მაგრამ წააგო, მესამეში კი განადგურდა. 6:7, 6:4, 6:1, – ასეთი ანგარიშით მოიგო ჯგუფში მესამე შეხვედრა ფედერერმა. ჩილიჩმა კი სამი წაგებით დაასრულა ტურნირი.

დღის მეორე მატჩი გაცილებით დამაინტრიგებელი იყო, რადგან იქ ირკვეოდა მეორე ნახევარფინალისტის ვინაობა. მოულოდნელად, ბოლო, მერვე ნომრად განთესილმა ამერიკელმა ჯეკ სოკმა სამ სეტში მოუგო მსოფლიოს მესამე ჩოგანს, გერმანელ ალექსანდრ ზვერევს და ნახევარფინალში თამაშის უფლება მოიპოვა. საათი და 55 წუთი ბრძოლის შემდეგ, ამერიკელმა ასეთი ანგარიშით გაიმარჯვა – 6:4, 1:6, 6:4.

დღეს ბოლო ტურის მატჩები გაიმართება „სამპრასის ჯგუფში“. აქ ერთი ნახევარფინალისტი უკვე ცნობილია – გრიგორ დიმიტროვი. მეორე ნახევარფინალისტის ვინაობას ურთიერთშეხვედრაში გაარკვევენ ავსტრიელი დომინიკ ტიმი და ბელგიელი დავიდ გოფენი.

დატოვე კომენტარი