ფედერერმა სეზონის პირველი მატჩი მოიგო
ფედერერმა სეზონის პირველი მატჩი მოიგო

ლეგენდარულმა შვეიცარიელმა ჩოგბურთელმა როჯერ ფედერერმა​ ახალ საჩოგბურთო სეზონში პირველი მატჩი ჩაატარა. მსოფლიოს მეორე ჩოგანი ჰოპმანის თასზე შვეიცარიის ნაკრების რიგებში გამოდის, სადაც მისი პარტნიორი ბელინდა ბენჩიჩია.

ჯგუფური ტურნირის პირველ ტურში შვეიცარიამ იაპონია 3:0 დაამარცხა. პირველ მატჩში ფედერერმა სამი ბრეიკის წყალობით მოუგო იუტა სუგიტას (მე-40 ნომერი) – 6:4, 6:3. ამის შემდეგ ბელინდა ბენჩიჩმა (74) ასევე ნაომი ოსაკას (68) ორ სეტში მოუგო. ბენჩიჩმა თითო სეტში ორ-ორი ბრეიკი შეასრულა და საკუთარი მოწოდება თითოჯერ წააგო.

ბოლოს იყო წყვილთა მატჩი, რომელშიც ფედერერმა და ბენჩიჩმა 2:4, 4:1, 4:3(1) მოუგეს იაპონელებს.
B ჯგუფის მეორე შეხვედრაში აშშ-მ (ჯეკ სოკი/კოკო ვანდევეგე) რუსეთს (კარენ ხაჩანოვი/ანასტასია პავლიუჩენკოვა) მოუგო – 2:1.