როჯერ ფედერერმა უპასუხა შეკითხვას კარიერის შესაძლო დასრულების შესახებ. 39 წლის შვეიცარიელმა უიმბლდონის მეოთხედფინალში სამ სეტში წააგო პოლონელ ჰუბერტ ჰურკაჩთან – 3:6, 6:7(4), 0:6.
„არ ვიცი. უნდა მოვიკრიბო აზრები. რამდენიმე დღე მჭირდება იმის მოსაფიქრებლად, როგორ მივაღწიო საუკეთესო ფორმას და ვიყო უფრო კონკურენტუნარიანი.
ცხადია, დღეს ჩემს თამაშში არ არის საკმარისი ბევრი რამ, რაც ადრე მარტივი და ჩვეულებრივი მოჩანდა 10-15 წლის წინ. რა თქმა უნდა, მაქვს სურვილი ისევ ვითამაშო აქ, მაგრამ ჩემს ასაკში არასოდეს იცი, რა გელოდება წინ.
არ ვჩქარობ და ველოდები დროს, რათა სწორი გადაწყვეტილება მივიღო. სინამდვილეში, მე და ჩემი გუნდი კმაყოფილები ვართ იმით, რამდენად შორს წასვლა შევძელით. ყველაფერი წესრიგში მექნება“, – განაცხადა ფედერერმა.