შვეიცარიელმა როჯერ ფედერერმა დუბაის ტურნირზე მონაწილეობაზე უარი განაცხადა. გათამაშება, რომლის საპრიზო ფონდი 1.9 მილიონი დოლარია, 15-21 მარტს გაიმართება.
„კარგი იქნებოდა ტურნირებზე დაბრუნება, დოჰაში გატარებული ყოველი წუთით ვტკბებოდი. ამჟამად, ჩემთვის საუკეთესო ვარიანტია ვარჯიშის გაგრძელება, ამიტომაც გადავწყვიტე, დუბაის ტურნირიდან მოხსნა“, – დაწერა ფედერერმა ტვიტერის საკუთარ გვერდზე.
შეგახსენებთ, რომ ლეგენდამ 400 დღიანი პაუზის შემდეგ, რაც გამოწვეული იყო მუხლის ტრამვით, პირველი შეხვედრა დოჰას ტურნირზე ბრიტანელ დანიელ ევანსთან ჩაატარა და იგი სამ სეტში დაამრცხა 7:6 (10:8), 3:6, 7:5. მეორე მატჩში კი ქართველ ნიკოლოზ ბასილაშვილთან ვერაფერს გახდა (6:3, 1:6, 5:7) და ტურნირს დაემშვიდობა.