ლეგენდარულმა შვეიცარიელმა ჩოგბურთელმა როჯერ ფედერერმა გრუნტის სეზონში თავისი უახლოესი გეგმების შესახებ ილაპარაკა.
39 წლის ფედერერი გეგმავს ჟენევის ტურნირზე და როლან გაროსზე თამაშს.
„მოხარული ვარ გამოვაცხადო, რომ ვითამაშებ ჟენევაში და საფრანგეთში. მანამდე კი ვივარჯიშებ. მოუთმენლად ველოდები შვეიცარიაში ისევ თამაშს“, – დაწერა შვეიცარიელმა თავის „ტვიტერზე“.
ფედერერმა ბოლოს 2021 წლის მარტში დოჰას ტურნირზე ითამაშა, სადაც ის ბრძოლიდან გამოთიშა ქართველმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა.