ფედერერი ჰალეში 99-ე ტიტულისთვის ითამაშებს
ფედერერი ჰალეში 99-ე ტიტულისთვის ითამაშებს

მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა, შვეიცარიელმა როჯერ ფედერერმა ისევ ვერ აჩვენა დამაჯერებელი თამაში გერმანიის ქალაქ ჰალეს ტურნირში, მაგრამ მაინც ორ სეტში მოიგო და ფინალში გავიდა.

ნახევარფინალში ფედერერს ამერიკელი დენის კუდლა ხვდებოდა, რომელიც ძირითად ბადეში კვალიფიკაციის გავლით მოხვდა. სხვათა შორის, კვალიფიკაციის ფინალში, კუდლამ ქართველი ნიკოლოზ ბასილაშვილი დაამარცხა.

ამერიკელმა ფედერერს დიდი წინააღმდეგობა გაუწია. კუდლას 7 ბრეიკ-პოინტი ჰქონდა, მის მეტოქეს – 3, მაგრამ ამერიკელმა მხოლოდ ერთხელ შეძლო ბრეიკის აღება, ფედერერმა – ორჯერ.

ს​აბოლოოდ, როჯერმა საათსა და 29 წუთში 7:6 (2), 7:5 მოიგო და ფინალში ხორვატ ბორნა ჩორიჩს შეხვდება. მოგების შემთხვევაში, ფედერერი 99-ე ტიტულს მოიგებს.