ავსტრალიის ქალაქ მელბურნში 2021 წლის 1-15 თებერვალს გაიმართება გუნდური ტურნირი – ATP Cup.
ჟურნალისტმა დენი მიშემ საკუთარ „ტვიტერში“ დაწერა, რომ შვეიცარიის ნაკრების რიგებში ითამაშებს როჯერ ფედერერი, რომელმაც მუხლზე გადატანილი ორი ოპერაციის გამო, 2020 წლის სეზონი თითქმის მთლიანად გამოტოვა. 39 წლის ჩოგბურთელის პარტნიორი სტენ ვავრინკა იქნება.
ასევე ცნობილია სხვა ნაკრებების შემადგენლობა:
სერბეთი – ნოვაკ ჯოკოვიჩი, დუშან ლაიოვიჩი;
ესპანეთი – რაფაელ ნადალი, რობერტო ბაუტისტა აგუტი;
ავსტრია – დომინიკ ტიმი, დენის ნოვაკი;
საბერძნეთი – სტეფანოს ციციპასი, მიხაილ პერვოლარაკისი;
გერმანია – ალექსანდრ ზვერევი, იან-ლენარდ შტრუფი;
არგენტინა – დიეგო შვარცმანი, გვიდო პელა;
იტალია – მატეო ბერეტინი, ფაბიო ფონინი.
იაპონია – კეი ნიშიკორი, იოშიჰიტო ნიშიოკა;
საფრანგეთი – გაელ მონფილსი, ბენუა პერი.
ასევე აღნიშნავენ, რომ ავსტრალიამ, როგორც მასპინძელმა, ტურნირში მონაწილეობისთვის უაილდ-ქარდი მიიღო, მაგრამ მისი შემადგენლობა ჯერ ცნობილი არ არის.