ფედერალურმა მოსამართლემ კოლუმბიის უნივერსიტეტის სტუდენტის და პროპალესტინელი აქტივისტის, მაჰმუდ ხალილის გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლების გადაწყვეტილება მიიღო

22:36, 20.06.2025

ფედერალურმა მოსამართლემ კოლუმბიის უნივერსიტეტის სტუდენტის და პროპალესტინელი აქტივისტის, მაჰმუდ ხალილის გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლების გადაწყვეტილება მიიღო.

როგორც მოსამართლე მაიკლ ფრაბიასმა განაცხადა, ის გასცემს ორდერს, რომ ხალილი დღესვე გაათავისუფლონ. ხალილი მწვანე ბარათის მფლობელია, მისი მეუღლე აშშ-ის მოქალაქეა.

მაჰმუდ ხალილი, რომელიც პროპალესტინური საპროტესტო გამოსვლების ლიდერი იყო, მარტში დააკავეს. მის დაკავებას ნიუ იორკსა და ვაშინგტონში დემონსტრაციები მოჰყვა.

 

 

მსგავსი