ფედერალური სააპელაციო სასამართლო ჯორჯიის შტატში არჩევნების შედეგების გაუქმების მოთხოვნას არ დაეთანხმა
U.S. President-elect Joe Biden speaks about the economy and the final U.S. jobs report of 2020 at his transition headquarters in Wilmington, Delaware, U.S., December 4, 2020. REUTERS/Leah Millis
ფედერალური სააპელაციო სასამართლო არ დაეთანხმა ჯორჯიის შტატში არჩევნების შედეგების გაუქმებას, რომლის მიხედვითაც ჯო ბაიდენმა გაიმარჯვა.
სასამართლომ ძალაში დატოვა პროცედურები, რომელიც იანვარში სენატის არჩევნების დროს ამომრჩევლებს დაუსწრებლად ხმის მიცემას გაუმარტივებს.
ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.
დონალდ ტრამპის მიერ წარდგენილი საოლქო სასამართლოს მოსამართლე სტივენ გრიმბერგი ადვოკატ ლინ ვუდსის არგუმენტებს არ დაეთანხმა და აღნიშნა, რომ 20 ნოემბერს რესპუბლიკური პარტიის იურისტს სარჩელის წარდგენის უფლება არ ჰქონდა.
აშშ-ის სააპელაციო სასამართლო ატლანტაში პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას დაეთანხმა და აღნიშნა, რომ ადვოკატმა ვუდმა ვერ დაადასტურა მოთხოვნა. სასამართლოს თქმით, საკითხი ნებისმიერ შემთხვევაში სადავო იყო, რამდენადაც ჯორჯიის შტატში არჩევნების შედეგები უკვე დადასტურებულია.
5 იანვარს ჯორჯიის შტატში არჩევნები აშშ-ის სენატში ორი ადგილის დასაკავებლად გაიმართება, რომელიც განსაზღვრავს, თუ რომელი პარტია მოიპოვებს პალატაში უმრავლესობას.