საქართველოს ქალთა ეროვნულმა ნაკრებმა ჩოგბურთში, ფედერაციის თასზე მეორე შეხვედრა გამართა. ეკატერინე გორგოძე სერბ ოლგა დანილოვიჩთან ანგარიშით 5:7 3:6 დამარცხდა. შეგასენებთ, რომ პირველ მატჩში ჩვენი გუნდის წევრი მარიამ ბოლქვაძე, ივანა ჯოროვიჩს დაუპირისპირდა და ორ სეტში, ანგარიშით 3:6 1:6 წააგო.
შეხვედრები დიდ ბრიტანეთში იმართება, სადაც ევრო-აფრიკული ზონის პირველ ლიგაში, საქართველოს ნაკრები „ბ“ ჯგუფში მოხვდა და დღეიდან 9 თებერვლის ჩათვლით სერბეთის გარდა ხორვატიასა და თურქეთს დაუპირისპირდება.
საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში ეკატერინე გორგოძე, ოქსანა კალაშნიკოვა, ზოზია ქარდავა, მარიამ ბოლქვაძე არიან, ნაკრების კაპიტანი კი მაკა ჩახნაშვილია.