FBI შობის დღესასწაულზე დაგეგმილი ტერაქტის აღკვეთის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
FBI შობის დღესასწაულზე დაგეგმილი ტერაქტის აღკვეთის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

აშშ-ის პოლიციამ კალიფორნიელი მამაკაცი დააკავა, რომელიც შობის დღესასწაულზე სან-ფრანცისკოში სავარაუდოდ, ტერაქტს გეგმავდა – იუწყება ABC 7. გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) ინფორმაციით, ეჭვმიტანილმა ტერაქტის განსახორციელებლად ხალხმრავალი ადგილი შეარჩია.

გამოძიების მასალების თანახმად, დაკავებულმა მამაკაცმა ინტერნეტში ჯიჰადისტების გზავნილი გამოაქვეყნა და ტერაქტის განსახორციელებლად ევაკუატორის გამოყენებას აპირებდა.

ეჭვმიტანილმა მამაკაცმა დაკავების დროს პოლიციას უთხრა, რომ მხარს უჭერდა ე.წ. “ისლამურ სახელმწიფოს”. ირკვევა, რომ დაკავებული 2009 წელს საზღვაო ქვეითების კორპუსის ახალწვეული იყო, თუმცა მოგვიანებით სამედიცინო ისტორიის დაფარვისთვის გაათავისუფლეს.