FBI-ს აგენტი სამსახურიდან გათავისუფლების მიზეზად ტრამპის საწინააღმდეგო გზავნილებს ასახელებს
აშშ-ის ფედერალური საგამოძიებო ბიუროს აგენტი პიტერ სტრზოკი 21 წლიანი მუშაობის შემდეგ სამსახურიდან დაითხოვეს. სტრზოკის ადვოკატი მიზეზად 2016 წელს დონალდ ტრამპის საწინააღმდეგო და კრიტიკული შინაარსის გზავნილებს ასახელებს. ადვოკატ ეილან გოლმანის განცხადებით, პიტერ სტრზოკი ფედერალური ბიუროს ეთიკის დარღვევის გამო გაათავისუფლეს.
ადვოკატის თქმით, ფედერალური ბიუროს აგენტი 2016 წლის წინასაარჩევნო პერიოდში დონალდ ტრამპის მისამართით მწვავედ კრიტიკულ მესიჯებს გზავნიდა.
„ამ შემთხვევამ ყველა ამერიკელი უნდა შეაშფოთოს“, – განაცხადა გოლმანმა.
2016 წელს სტრზოკი ჰილარი კლინტონის ელექტრონული ფოსტის საქმესაც იძიებდა. რესპუბლიკელები ფიქრობენ, რომ აგენტი პიტერ სტრზოკი ჰილარი კლინტონის საქმესთან დაკავშირებით მიკერძოებული იყო და გამოძიებასაც მიკერძოებულად აწარმოებდა.
ამერიკული მედიის ინფორმაციით, ფედერალურ საგამოძიებო ბიუროში აგენტის სამსახურიდან გათავისუფლებასთან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებიათ.