ფატუ ბენსუდა - რუსეთ-საქართველოს ომის საქმეზე გამოძიების პროცესში ქართულ მხარესთან კარგად ვთანამშრომლობთ
ფატუ ბენსუდა - რუსეთ-საქართველოს ომის საქმეზე გამოძიების პროცესში ქართულ მხარესთან კარგად ვთანამშრომლობთ

ჰააგის სასამართლოს პროკურორ ფატუ ბენსუდას განცხადებით, რუსეთ-საქართველოს ომის საქმეზე მიმდინარე გამოძიების პროცესში ხელშესახები პროგრესი აქვთ.

თუმცა, ფატუ ბენსუდა გამოძიების კონფიდენციალურობიდან გამომდინარე, კონკრეტულ დეტალებზე არ საუბრობს.

ბენსუდას თქმით, არსებობს ბევრი გამოწვევა და ცდილობენ, მეტი მტკიცებულებები მოიპოვონ.

ჰააგის სასამართლოს პროკურორი ქართულ მხარესთან თანამშრომლობით კმაყოფილია.

„ნამდვილად გვაქვს პროგრესი. ბევრი გამოწვევაა და ვცდილობთ იმ გზების მოძებნას, როგორ შეიძლება მოვიპოვოთ მტკიცებულებები. ნამდვილად გვაქვს ხელშესახები პროგრესი, მაგრამ გამოძიების კონფიდენციალურობიდან გამოდინარე, ვერაფერს გეტყვით. შემიძლია დაგიდატუროთ, რომ ნამდვილად კარგად ვთანამშრომლობთ ქართულ მხარესთან და ახლა ვცდილობთ, ვიპოვოთ გზები, როგორ შეიძლება მეტი მტკიცებულების მოპოვება“ ,- განაცხადა ფატუ ბენსუდამ.