ფატმა სერენ იაზგანი - საქართველოს შიდა პოლიტიკაში არ ჩავერევი, თუმცა დიალოგი ნებისმიერ მხარეს შორის მნიშვნელოვანია
ფატმა სერენ იაზგანი - საქართველოს შიდა პოლიტიკაში არ ჩავერევი, თუმცა დიალოგი ნებისმიერ მხარეს შორის მნიშვნელოვანია

საქართველოს შიდა პოლიტიკაში არ ჩავერევი, თუმცა დიალოგი ნებისმიერ მხარეს შორის არის მნიშვნელოვანი, – ამის შესახებ საქართველოში თურქეთის ელჩმა, ფატმა სერენ იაზგანმა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

როგორც ფატმა სერენ იაზგანმა განაცხადა, საქართველოში არის სტაბილური ვითარება და მოხდება საერთო ენის გამონახვაც.

„მე მჯერა, თქვენ იპოვნით საერთო ენას, როგორც ეს ხდება დემოკრატიულ ქვეყანაში. საქართველოში არის სტაბილური ქვეყანა ვაჭრობისთვის, უსაფრთხოებისთვის და განვითარებისთვის საჭიროა სტაბილურობა არა მხოლოდ ქვეყანაში, არამედ რეგიონში. თქვენი ქვეყანა არის ოკუპირებული და ამის მიუხედავად საქართველომ ბევრს მოაღწია“, – განაცხადა დიპლომატმა.