სტამბოლის „გალათასარაის“ მთავარი მწვრთნელი ფათიჰ თერიმი კორონავირუსით არის ავად. ამის შესახებ ცნობილმა სპეციალისტმა ტვიტერზე დაწერა.
„ტესტების შედეგების მიხედვით, რომელიც დღეს გაკეთდა, კორონავირუსი დადასტურდა. საავადმყოფოში საიმედოდ ვგრძნობ თავს. არ ინერვიულოთ. ყველაფრის შესახებ უახლოეს დროში გაცნობებთ”, – დაწერა თერიმმა.
66 წლის სპეციალისტი იმ ასაკოვანი ადამიანების კატეგორიაში გადის, რომლებიც განსაკუთრებული რისკის ჯგუფში შედიან.