ფაშიზმზე გამარჯვების დღის აღსანიშნავი ღონისძიება წელს ვაკის პარკის ნაცვლად, კიკვიძის პარკში გაიმართება 

16:47, 07.05.2021

სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ვაკის პარკში, წელს, ფაშიზმზე გამარჯვების დღის აღსანიშნავი ღონისძიება არ გაიმართება, – ამის შესახებ აღნიშნულია დედაქალაქის მერიის განცხადებაში.

მათივე ინფორმაციით, აღნიშნული ვითარებიდან გამომდინარე, წელს, მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ხსოვნისათვის პატივის მიგება ვეტერანთა კულტურის და დასვენების (კიკვიძის) პარკში იქნება შესაძლებელი.

მსგავსი