ფაშიზმზე გამარჯვების დღესთან დაკავშირებით თბილისის მერიამ მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს ფინანსური დახმარება გაუწია

12:47, 07.05.2025

საქართველოს მთავრობის განკარგულებით, ფაშიზმზე გამარჯვების დღესთან დაკავშირებით მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს – 2 000 ლარი, ხოლო ამ ომში დაღუპულთა ოჯახების წევრებს 1 000 ლარი ჩაერიცხათ.

თბილისის მერიის ინფორმაციით, ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურმა „ომის ვეტერანთა დახმარების“ პროგრამის ფარგლებში შესაბამისი თანხა თბილისში რეგისტრირებულ 52 პირს ჩაურიცხა. კერძოდ, 2 000 ლარი – მეორე მსოფლიო ომის მონაწილე 26-მა ვეტერანმა, ხოლო 1 000 ლარი ამ ომში დაღუპულთა ოჯახების 26-მა წევრმა მიიღო (ქვრივი, შრომისუუნარო წევრი).

თბილისის მერიამ ვეტერანთა საქმეების სახელმწიფო სამსახურის მიერ მოწოდებული ბაზით იხელმძღვანელა და თანხა ბენეფიციართა პირად საბანკო ანგარიშებზე ჩარიცხა.

9 მაისთან დაკავშირებით, 2024 წელს თანხა 70 პირს ჩაერიცხა, მათგან 37 მეორე მსოფლიო ომის ვეტერანი იყო.

მსგავსი