ფაშიზმზე გამარჯვების დღე ვეტერანთა პარკში [ფოტო]
ფაშიზმზე გამარჯვების დღე ვეტერანთა პარკში [ფოტო]

დღეს, 9 მაისს ფაშიზმზე გამარჯვების დღე აღინიშნება.

ამ დღესთან დაკავშირებით ომის ვეტერანები თბილისში, ვეტერანთა კულტურისა და დასვენების პარკში შეიკრიბნენ.

ომის მონაწილე-ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მონაცემთა ბაზაში, ქვეყნის მასშტაბით, დღეის მდგომარეობით, მეორე მსოფლიო ომის 46 ვეტერანია.

მეორე მსოფლიო ომში საქართველომ 300 ათასამდე ჯარისკაცი დაკარგა.