ფაშიზმზე გამარჯვების დღე ბათუმშიც აღნიშნეს 
ფაშიზმზე გამარჯვების დღე ბათუმშიც აღნიშნეს 

ფაშიზმზე გამარჯვების დღე ბათუმში მეორე მსოფლიო ომის მონაწილის, შორეული ნაოსნობის კაპიტნისა და საქართველოს საზღვაო სანაოსნოს ერთ-ერთი დამაარსებლის ანატოლი კაჭარავას საფლავთან აღნიშნეს.

ვეტერანებს 9 მაისი აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ მიულოცა.

„ეს არის მნიშვნელოვანი მოვლენა არა მარტო ცალკეული ქვეყნებისთვის, არამედ მთელი სამყაროსთვის, მინდა, მივულოცო ჩვენს ვეტერანებს და დიდხანს სიცოცხლე ვუსურვო“, – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

ბათუმში დღეს მეორე მსოფლიო ომის 17 ვეტერანი ცხოვრობს. ბათუმის მერიამ სადღესასწაულოდ თითოეულს 400 ლარი გადასცა.