მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები 1000-ლარიან, ომში დაღუპულთა ოჯახების წევრები კი 500-ლარიან ერთჯერად დახმარებას მიიღებენ
მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები 1000-ლარიან, ომში დაღუპულთა ოჯახების წევრები კი 500-ლარიან ერთჯერად დახმარებას მიიღებენ

საქართველოს მთავრობის განკარგულებით, ფაშიზმზე გამარჯვების 76-ე წლისთავთან დაკავშირებით, მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები 1000 ლარის, ხოლო მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ოჯახების წევრები 500 ლარის ოდენობის ერთჯერად სოციალურ დახმარებას მიიღებენ.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, განკარგულებას პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ხელი უკვე მოაწერა.