ფასანაურთან, საავტომობილო გზაზე ნაპოვნი შველი ტყეში უვნებლად დააბრუნეს [ვიდეო]

ფასანაურთან, საავტომობილო გზაზე ნაპოვნი შველი ტყეში უვნებლად დააბრუნეს, – ამის შესახებ ინფორმაციას დაცული ტერიტორიების სააგენტო.

უწყების ცნობით, შველი შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მცხეთა-მთიანეთის საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა იპოვეს.

პატრულ-ინსპექტორებმა შველი უსაფრთხო ადგილას გადაიყვანეს და დაცული ტერიტორიების სააგენტოს თანამშრომლებს დაუკავშირდნენ.