ფასანაურთან ავარიის დროს ერთი ადამიანი დაიღუპა და ოთხი დაშავდა

23:15, 08.09.2018

ფასანაურთან სატვირთო და მსუბუქი ავტომობილების შეჯახების შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და ოთხი დაშავდა. ავტოსაგზაო შემთხვევა რამდენიმე საათის წინ მოხდა.

როგორც 1tv.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, დაღუპულია სომხეთის მოქალაქე, 1963 წელს დაბადებული მამაკაცი.

არსებული ინფორმაციით, დაშავებულთა შორის არის ერთი მცირეწლოვანი და ერთი ორსული.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.

მსგავსი