„ფარული ჩანაწერების საქმეზე“ სააპელაციო სასამართლომ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი ძალაში დატოვა
„ფარული ჩანაწერების საქმეზე“ სააპელაციო სასამართლომ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი ძალაში დატოვა

„ფარული ჩანაწერების საქმეზე“ სააპელაციო სასამართლომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა.

საქმის განხილვა სასამართლოში ცოტა ხნის წინ დასრულდა. სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა საქმეზე ბრალდებული კონსტიტუციური უსაფრთხოების დაცვის დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსნების ვასილ ლელუაშვილის, ირაკლის ყიფშიძის, რევაზ შიუკაშვილის, გივი კაციტაძის ადვოკატების სარჩელი და მათი გამამტყუნებელი განაჩენი ძალაში დატოვა.

ამასთან, სასამართლომ არც ბრალდების მხარის სარჩელი დააკმაყოფილა და გიგლა შიოშვილის გამამართლებელი განაჩენიც ძალაში დარჩა.

ვასილ ლელუაშვილს, ირაკლის ყიფშიძეს და რევაზ შიუკაშვილს საქმეზე საქალაქო სასამართლომ 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, ხოლო გივი კაციტაძეს, რომელიც ძებნილია – 5 წლითა და 3 თვით. დაცვის მხარე მათი გამამტყუნებელი განაჩენის გამამართლებლით შეცვლას ითხოვდა.

გამოძიების ინფორმაციით, 2012 წელს აღნიშნული პირები უწევდნენ ორგანიზებას პირადი ცხოვრების ამსახველი მასალების უკანონო მოპოვებას. საქმეში სულ სამი ვიდეოჩანაწერია. მათ ბრალდება სსკ-ის 333-ე მუხლის მესამე ნაწილი გ ქვეპუნქტით აქვთ წარდგენილი, რაც დაზარალებულის პირადი ღირსების შეურაცხყოფით სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს.