ფაროსანასთან  საბრძოლველად ბიუჯეტიდან 35 მილიონი ლარი გამოიყოფა 
ფაროსანასთან  საბრძოლველად ბიუჯეტიდან 35 მილიონი ლარი გამოიყოფა 

სოფლის მეურნეობის სამინისტრო 2018 წელს დამატებით 35 მილიონ ლარს მიიღებს, – ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ფაროსანასთან ბრძოლისთვის ბიუჯეტიდან 20 მილიონი ლარი იმ ტექნიკის შეძენას მოხმარდება, რომელიც გაზაფხულზე შემწამლავი სამუშაოები უნდა დაიწყოს.

ამასთან, მისივე თქმით, დამატებით 35 მილიონი ლარი გამოიყოფა სამელიორაციო სისტემის რეაბილიტაციისთვის.