ფარმაცევტული პროდუქტის საბითუმო დისტრიბუტორზე GDP ხარისხის სერტიფიკატი გაიცა
ფარმაცევტული პროდუქტის საბითუმო დისტრიბუტორზე GDP ხარისხის სერტიფიკატი გაიცა

კომპანია „გლობალფარმს“ კარგი სადისტრიბუციო პრაქტიკის (GDP) სერტიფიკატი გადაეცა. სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს ხელმძღვანელი ზაალ კაპანაძე ფარმაცევტულ დაწესებულებაში იმყოფებოდა და სერტიფიკატის აღება პირადად მიულოცა.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, „გლობალფარმმა“ GDP სერტიფიკატი 3 იანვარს მიიღო.

მათივე ცნობით, რეგულირების სააგენტოს დირექტორმა, ზაალ კაპანაძემ ქვეყანაში ხარისხის სტანდარტის დანერგვის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ GMP/GDP სტანდარტი უზრუნველყოფს მიმოქცევაში არსებული ფარმაცევტული პროდუქტების მაღალ ხარისხს და ამასთანავე გაზრდის ქვეყნის საექსპორტო პოტენციალსაც.

„GDP სერტიფიკატი საქართველოში წელს პირველად გაიცა და ამ ეტაპზე მას ორი ფარმაცევტული კომპანია ფლობს. ასევე ერთი ფარმაცევტული საწარმო ფლობს GMP – ანუ კარგი საწარმოო პრაქტიკის სერტიფიკატს.

2022 წელს GMP/GDP  სტანდარტზე გადასვლა ყველა ფარმაცევტულ საწარმოსა და საბითუმო დისტრიბუტორისთვის სავალდებულო ხდება. სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო, ამ ეტაპზე 14 განაცხადს სწავლობს.

GMP/GDP სტანდარტის დანერგვით საქართველო აღიარებს ევროკავშირის სტანდარტებს ფარმაცევტული პროდუქტების ხარისხის კონტროლის მიმართულებით“, – აღნიშნულია ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში.