ფარიკაობაში ნიკოლოზ ანდრიაძის სახელობის ტურნირი დასრულდა
ფარიკაობაში ნიკოლოზ ანდრიაძის სახელობის ტურნირი დასრულდა

ოლიმპიური ჩემპიონის ნუგზარ ასათიანის სახელობის დარბაზში საერთაშორისო ტურნირი დასრულდა.  შეჯიბრის ბოლო დღეს გამარჯვებულები დაშნით ფარიკაობაში გამოვლინდნენ.

უმცროს ასაკში გოგონათა შორის გამარჯვება ევა აჰამიანმა (აჭარა) მოიპოვა, ბიჭებში – ლუკა კოკოჩაშვილმა (თბილისი). მეორე ადგილზე ნინი ქვიცრიძე (ქუთაისი) და ჯემალ გოჩიტიძე (ოზურგეთი) გავიდნენ. მესამე საპრიზო ადგილი ლიზი შეყრილაძეს (ზესტაფონი), მარი თამარაძეს (რუსთავი), ლუკა გოგსაძეს (თბილისი) და ელგუჯა სარიევს (რუსთავი) ხვდათ წილად.

უფროს ასაკში გამაჯვებულები მარიამ ზოიძე (აჭარა) და ლუკა კაჭარავა (თბილისი) გახდნენ. მეორე ადგილი ტატიანა სვანიძემ (თბილისი) და საბა ბიწაძემ (თბილისი/ზესტაფონი) მოიპოვეს. მესამე პოზიცია ევა აჰამიანმა (აჭარა), დიანა შონიამ (ქუთაისი), ლადო ხვედელიძემ (ქუთაისი) და გიორგი ქურშუბაძემ (ოზურგეთი) დაიკავეს.

მსოფლიო ჩემპიონის ნიკოლოზ ანდრიაძის სახელობის ტურნირი ორ ასაკობრივ კატეგორიაში, 2002-2004 და 2005-2006 წლებში დაბადებულთა შორის გაიმართა. გამარჯვებულები რაპირით, ხმლითა და დაშნით ფარიკაობაში გამოვლინდნენ.