ფარიკაობა | სანდრო ბაზაძემ მსოფლიო რეიტინგში პირველობა კიდევ უფრო განიმტკიცა #1TVSPORT
დღეს, 26 ივლისს ფარიკაობის საერთაშორისო ფედერაციამ რეიტინგები განაახლა. მსოფლიოს ნომერ პირველმა ხმლით მოფარიკავემ, ქართველმა სანდრო ბაზაძემ მსოფლიო რეიტინგში ლიდერობა კიდევ უფრო განიმტკიცა.
განახლებული რეიტინგის მიხედვით, ბაზაძეს 303 ქულა აქვს და უახლოეს მდევარს, ამერიკელ ელი დერშვიცს მთელი 130 ქულით ასწრებს. სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი, უნგრელი არონ სილაგი კი მესამე ადილზე დაქვეითდა და მხოლოდ 172 ქულა აქვს.
შეგახსენებთ, რომ გუშინ იტალიაში მიმდინარე მსოფლო ჩემპიონატზე ქართველმა მოფარიკავემ ვერცხლის მედალი მოიპოვა.