ფარიკაობა | სანდრო ბაზაძე მსოფლიო რეიტინგის ლიდერია #1TVSPORT
ფარიკაობა | სანდრო ბაზაძე მსოფლიო რეიტინგის ლიდერია #1TVSPORT

სამხრეთ კორეაში გამართული გრან პრის შემდეგ სანდრო ბაზაძე ისევ მსოფლიო რეიტინგის სათავეშია და თავის უახლოეს მდევარს, ფრანგ სებასტიან პატრისს 12.000 ქულით უსწრებს.

გრან პრის ნახევარფინალში ქართველი ხმლით მოფარიკავე ფრანგ მაქსიმე პიანფეტთან დამარცხდა და ბრინჯაოს დასჯერდა.

მიმდინარე წელს ეს სანდრო ბაზაძისთვის პირველი მედალია.

მაისის თვე სანდროსთვის დატვირთული იქნება, რადგან ის საქართველოს ჩემპიონატსა (15-17 მაისი) და კაიროს მსოფლიო თასზე (22-23 მაისი) იასპარეზებს.

ივნისში კი საფრანგეთში გასამართ ევროპის ჩემპიონატზე (16-21 ივნისი) დაიცავს საქართველოს ღირსებას.