ფარიკაობა | სანდრო ბაზაძე ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალშია #1TVSPORT

19:21, 14.06.2025

იტალიის ქალაქ გენუაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე სენიორებს შორის სანდრო ბაზაძე მეოთხედფინალში გავიდა.

ქართველმა სპორტსმენმა ხმლით ფარიკაობაში მერვედფინალში გერმანელი მატიას საბო 15:11 დაამაცხა და ნახევარფინალში გასასვლელად რუმინელ ან გერმანელ სპორტსმენს დაუპირისპირდება.

შეგახსენებთ, რომ სანდრო ბაზაძე მაისში მადრიდში სენიორებს შორის გამართულ მსოფლიო თასზე ოქროს მედლის მფლობელი გახდა.

მსგავსი