ფარიკაობა | გიორგი ურუშაძემ პრაღის ტურნირზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა #1TVSPORT
პრაღაში ხმლით მოფარიკავეებს შორის კადეტთა საერთაშორისო ტურნირი ჩატარდა, სადაც ქართველმა სპორტსმენმა გიორგი ურუშაძემ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
ჯგუფში ყველა ბრძოლის მოგების შემდეგ იგი საუკეთესო 64 სპორტსმენში მოხვდა. ამის შემდეგ ურუშაძემ კიდევ სამი ბრძოლა მოიგო და მეოთხედფინალში გადავიდა, სადაც პოლონელ მეტოქეს დიდი ანგარიშით 15:5 სძლია.
ქართელი მოფარიკავე ნახევარფინალში თურქ სპორტსმენთან 10:15 დამარცხდა და ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.
ტურნირზე 150 სპორტსმენი მონაწილეობდა.