ფარფანი პერუს ნაკრების ვარჯიშზე შეუძლოდ გახდა

18:07, 23.06.2018

პერუს ნაკრების ფორვარდმა ჯეფერსონ ფარფანმა ბოლო ვარჯიშის დროს, თანაგუნდელთან შეჯახებისას, თავის ტრავმა მიიღო და გონება დაკარგა, – ინფორმაციას Depor.com ავრცელებს.

ფეხბურთელმა საწვრთნელი ბაზა სასწრაფო დახმარების მანქანით დატოვა და ის მოსკოვის ერთ-ერთ კლინიკაში მიიყვანეს.

დღეისთვის, მოსკოვის “ლოკომოტივის” ფეხბურთელის მდგომარეობა სტაბილურია. ფარფანმა სამედიცინო შემოწმება გაიარა და ჯერ საავადმყოფოში რჩება.

პერუს ნაკრებმა ჯგუფურ ეტაპზე ორი შეხვედრა წააგო და დაკარგა პლეი ოფში გასვლის შანსი.

მსგავსი