ფარერების კლუბი ისტორიაში პირველად ითამაშებს ევროთასების ჯგუფურ ეტაპზე #1TVSPORT
ფარერების კლუბი ისტორიაში პირველად ითამაშებს ევროთასების ჯგუფურ ეტაპზე #1TVSPORT

„კლაკსვიკი“ გახდა ისტორიაში პირველი გუნდი ფარერის კუნძულებიდან, რომელიც ევროტურნირების ჯგუფურ ტურნირში ითამაშებს.

ოთხშაბათს „კლაკსვიკმა“ ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე გაიარა შვედური „ჰაკენის“ ბარიერი (3:3 ორი მატჩის ჯამში, 4:3 – პენალტებით) და მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე გავიდა.

ამ რაუნდში „კლაკსვიკი“ ნორვეგიის „მიოლდეს“ შეხვდება. თუ ფარერების კლუბი გაივლის ამ ბარიერს და შემდეგ დამარცხდება ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფში, მაშინ ავტომატურად აღმოჩნდება ევროპის ლიგის ჯგუფურ ეტაპზე. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ „კლაკსვიკი“ წააგებს „მიოლდესთან“, გადაინაცვლებს ევროპის ლიგის პლეი ოფში. ამ რაუნდში გამარჯვება ფარერების კლუბს ჯგუფური ეტაპის საგზურს მოუტანს, წაგების შემთხვევაში კი გადაინაცვლებს კონფერენციის ლიგის ჯგუფურ ტურნირში.