ფარავნის უღელტეხილზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია
ფარავნის უღელტეხილზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია

ინტენსიური გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა–ნინოწმინდის საავტომობილო გზის(კმ94-კმ110) ფარავნის საუღელტეხილო მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია, – ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

შეგახსენებთ, აღნიშნულ გზაზე მოძრაობა ძლიერი ყინვის, ქარბუქის, უხვი ნამქერისა და შეზღუდული ხილვადობის გამო იყო დაკეტილი.