ფარავნის უღელტეხილზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

10:45, 14.12.2018

ქარბუქისა და ნამქერის გამო, ფარავნის უღელტეხილზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, რთული მეტეოროლოგიური პირობების მიზეზით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა–ნინოწმინდის საავტომობილო გზის კმ94-კმ110 (ფარავანის უღელტეხილი) მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

გზის დანარჩენ მონაკვეთებზე კი, მოძრაობა თავისუფალია.

მსგავსი