ფარავნის უღელტეხილზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

10:11, 17.02.2023

ფარავნის უღელტეხილზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

„ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის კოდა-ფარცხისი-მანგლისი-წალკა-ნინოწმინდის საავტომობილო გზის კმ94-კმ131 (ფარავნის უღელტეხილი) მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია“, – აღნიშნულია უწყების ინფორმაციაში.

მსგავსი