ფარავნის უღელტეხილსა და ნიჩბისი-დიდგორი-დიდი თონეთის გზაზე მოძრაობა თავისუფალია
ფარავნის უღელტეხილსა და ნიჩბისი-დიდგორი-დიდი თონეთის გზაზე მოძრაობა თავისუფალია

გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, ნიჩბისი-დიდგორი-დიდი თონეთის გზაზე და ფარავნის უღელტეხილზე დაწესებული შეზღუდვები მოიხსნა.

ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილი გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

„ამ დროისთვის, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ნიჩბისი-დიდგორი-დიდი თონეთის და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის კოდა-ფარცხისი-მანგლისი-წალკა-ნინოწმინდის საავტომობილო გზებზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.